ფარსმან I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარსმან I - ქართლის (იბერიის) მეფე ახ.წ. I საუკუნის 40-50-იან წლებში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის რომაელი ისტორიკოსი დონ კასიოსი და ტაციტუსი. ფარსმანმა, ჯერ კიდევ უფლისწულმა, შეასრულა რომის იმპერატორის ტიბერიუსისა და თავისი მამის ქართლის მეფის მითრიდატე I-ის დავალება და სომხეთის ტახტზე გაამეფა საკუთარი ძმა მითრიდატე. გაიუს კალიგულას მმართველობის დროს რომაელებმა მითრიდატეს სომხეთის სამეფო ტახტი ჩამოართვეს, იმპერატორმა კლაუდიუსმა კი 47 წ. ისევ დაუბრუნა.

ცოტა ხნის შემდეგ უკვე ქართლის მეფე ფარსმან I-ს კონფლიქტი მოუვიდა თავის ძმასთან და სომხეთში საკუთარი შვილი რადამისტი გაგზავნა. რადამისტმა ინტრიგების საშუალებით მოახერხა ბიძის ტახტიდან ჩამოგდება და მოკვლა. სომხეთში კი თვითონ გამეფდა, მაგრამ მისი წარმატება დროებითი აღმოჩნდა. რადამისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სომხეთი. საბოლოოდ, ანტირომაული მოღვაწეობის საბაბით, ფარსმანმა მოაკვლევინა რადამისტი, რომელიც მას იბერიის სამეფო ტახტს ეცილებოდა.

ფარსმან I არც ლეონტი მროველთან და არც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები