ნეიტრალიზაცია (ტერიტორიის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნეიტრალიზაცია (ტერიტორიის) - საერთაშორისო შეთანხმებით ისეთი რეჟიმის დაწესება, რომელიც აკრძალავს საომარ მოქმედებას ამათუ იმ ტერიტორიაზე და მის გამოყენებას საომარი მოქმედების დასაყრდენ ბაზად.
ნეიტრალიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოების უშიშროებისათვის ან საერთაშორისო ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობისათვის.
ნეიტრალიზაცია ამცირებს შესაძლებელი ომის მასშტაბს. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგიერთი საერთაშორისო ტერიტორიის, სახელდობრ, ანტარქტიდისა და კოსმოსური სივრცის (ციური ცხეულების ჩათვლით) ნეიტრალიზაციას.