ნაღმსატრალავი ხომალდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღმსატრალავი ხომალდი - მრავალი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებში საბრძოლო ხომალდი, რომელიც განკუთვნილია ნაღმების და ბადის ღობურების დასაყენებლად, საზღვაო ნაღმების ძებნისა და განადგურებისთვის, ხომალდების (გემების) გაყვანისათვის სანაღმე ტრალებს მიღმა. იყოფა ნაღმგადამღობებად და ბადეგადამღობებად, სხვადასხვა ქვეკლასის მტრალავებად (საზღვაო, საბაზო, სარეიდო, ნაღმების საძებნ-გამანადგურებლები და სხვა), ნაღმგამრღვევებად.

მრავალ სახელმწიფოში ნაღმსატრალავი ხომალდები შეყვანილია ნაღმსატრალავ ძალებში. ახორციელებენ კომუნიკაციების, სამხედრო-საზღვაო ბაზების, ნავსადგურების, საზღვაო დესანტების გადასხმის რაიონების, ფლოტის სახომალდო ძალების დაჯგუფებებისა და საბრძოლო მოქმედებების რაიონების ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვას.

ნაღმსატრალავი ხომალდების განვითარების ძირითადი მიმართულებაა ეფექტიანი ჰიდროაკუსტიკური, ოპტიკური, თერმოვიზუალური და ტელემართვადი ნაღმების აღმოჩენისა და კლასიფიკაციის სისტემების განადგურების საშუალებების შექმნა, სანავიგაციო მოწყობილობის, ინფორმაციის დამუშავებისა და მართვის საშუალებების სრულყოფა.

ნაღმსატრალავი ხომალდების გარდა, ნაღმგადამღობი მოქმედებისათვის შეიძლება მოზიდულ იქნეს სხვა კლასების წყალზედა ხომალდები (კრეისერები, საესკადრო ნაღმოსნები, სადარაჯო ხომალდები), მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავების და საზღვაო ავიაცია.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები