ნაღველა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღველა სოკო (ლათ. Tylopilus felleus (fr) karst რუს. Желчный гриб)

ქუდი – 3-8 სმ დიამეტრისაა, ბალიშისებრი, სადა მშრალი ზედაპირით, მურა ფერისაა. ფორების შრე ჭუჭყისფერ-ვარდისფერია, ფორები მრგვალია.

ფეხი – 4-7 სმ სიგრძის და 1,5 სმ სისქისაა, წაგრძელებულ-ბოლქვისებრია, მუქჟანგ-მიწისფერია, მუქი მურა ბადის გამოსახულებით.

რბილობი – თეთრი, გადატეხისას ოდნავ ვარდისფერი ხდება, ძალიან მწარეა.

სპორები – 12-14X4-5 მკმ, თითისტარისებრია, სადა, ღია ვარდისფერ-მურა.

იზრდება ნიადაგზე წიწვიან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. ჩვენში იშვიათი სახეობაა.

საჭმელად უვარგისია. ჰგავს დათვის სოკოს განსხვავდება ფეხზე მურა ფერის ბადისებრი გამოსახულებით და რბილობის სიმწარით.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები