დათვის სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
DaTvissoko.PNG

დათვის სოკო (ძირბუკა) (ლათ.Boletus edilis Fr. რუს. Белый гриб)

ქუდი – 8-20 სმ და ზოგჯერ მეტი დიამეტრისაა, ნახევარსფეროსებრია, შემდეგ – ბალიშისებრი, ზოგჯერ ბრტყელიც. სადაა, მშრალ ამინდში ზოგჯერ დახეთქილია, წვრილ ქეჩისებრი ან ბოჭკოიან-ქერცლოვანი, მშრალია, ნესტიან ამინდში რამდენადმე ლორწოიანი. ქუდის ფერი სხვადასხვანაირია – მოთეთროდან მუქ მურამდე: ფიჭვნარებში მოზარდის ქუდი მუქი, ფოთლოვან ტყეში კი ღია ფერისაა. ჰიმენოფორი ჯერ თეთრია, შემდეგ ყვითელი და ბოლოს – მოყვითალო-მომწვანო; მილები – წვრილი, მრგვალფორებიანი.

ფეხი – 8-12 სმ სიგრძისაა, 3-6 სმ სისქისა. თავიდან ძირში ბოლქვისებრია, შემდეგ კი – რამდენადმე წაგრძელებული ცილინდრულამდე. სხვადასხვა ფერისაა, ისევე როგორც ქუდი, მაგრამ ყოველთვის ქუდთან შედარებით ღია ფერისაა, ბადე ფეხის ზედა ნაწილში აქვს ან ძირამდეა განვითარებული; თეთრია, მოთეთროა ან ოდნავ მურა.

რბილობი – მკვრივი და თეთრია, ჰაერზე ფერს არ იცვლის.

სპორები – 11-18X3,7-7,5 მკმ., ელიფსისებური ან თითისტარისებრია, მომწვანო მოყვითალო.

იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულ-შემოდგომით.

ერთ-ერთი ძვირფასი სოკოა, იხმარება ახალი, გამხმარი, დამუჟუჟებული და დამწნილებული.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები