ნაქულბაქევის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაქულბაქევის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას საქართველოს სამხედრო გზის აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,3X6,6 მ), ნაგებია ნატეხი პირმოსწორებული ქვით; კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია თლილი ქვა. ამჟამად ნაგებობას სახურავი აღარა აქვს (გადახურული ყოფილა კრამიტით). შესასვლელი სამხრრთიდანაა. დასავლეთ კარი ამოშენებულია. ორივე კარი გარედან არქიტრავით, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ ღრმა აფსიდში ოთხი ნიშია – სამი ჩრდილოეთით, ერთი სამხრეთით. დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი მარტივკაპიტელებიან მასიურ პილასტრებს ეყრდნობა. დარბაზის კედლებს გასდევს რიყის ქვის დაბალი ჩამოსაჯდომი. ეკლესიას ოთხივე მხარეს თითო სარკმელი აქვს. სარკმლების ქვედა ნაწილი ძლიერ დამრეცი და საფეხურებიანია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის სარკმლები თაღოვანია. დასავლეთის სარკმელი გარედან მრგვალია. ეკლესია შელესილი ყოფილა. სამხრეთის და დასავლეთის ფასადებზე, შესასვლელების თავზე წრეში ჩასმულია ტოლმკლავა რელიეფური ჯვარი. XIX საუკუნეში ეკლესიისათვის აგურის ლავგარდანი შემოუყოლებიათ და ფასადები შეულესიათ.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები