ნასრენ-ჟაჭე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნასრენ-ჟაჭე (ადიღ. Нэсрэн-жакIэ „ნასრენწვერი“) – ადიღური ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართების ხასეს წარმმართველი, მათი სამშვიდობო და სამხედრო ცხოვრების ორგანიზატორი, ღმერთთან მებრძოლი თეთრეწვერა მოხუცი, მრისხანე და დაუდგრომელი. ეპოსის თანახმად, ნართები დიდად არ ეპიტნავებოდა ღვთისდარ პაკოს. გაბრაზებულმა ყველა უბედურება ნართებს დააწია, გააჩანაგა მათი კერა და ცეცხლიც მოსტაცა. ნახა რა ნართების გასაჭირი, ბრძენმა და შორსმხედველმა ნასრენმა გადაწყვიტა, ეხსნა თანამოძმეები, და ოშჰამახოზე – ღმერთების სამკვიდრო მთაზე, სადა ასვლა მოკვდავთათვის აკრძალულია, მიეჭრა ღვთისდარ ბოროტ პაკოს. განრისხდა უფალი:

– Гъазэ зоIо, цIыху цIыкIухэр дин икIащ,
О-рэ-да,
Сы тхьэ напэм нэмыплъ Iейхэр фэ хувощI,
О-рэ-да,
Гъэм зигъазэм сэ си хъохъу фымыIуатэ,
О-рэ-да!..
დაბრუნდი, გეუბნები, პატარა ადამიანები რწმენიდან გავიდნენ,
ო-რე-და,
ჩემი ღვთაებრივი ხატისადმი პატივისცემას არ ავლენთ,
ო-რე-და,
მთელი წელია, ჩემი სადღეგრძელო არ აგიწევიათ,
ო-რა-და!..

არ დაიხია უკან ნასრენ-ჟაჭემ, რის გამოც იგი თჰამ ოშჰამახოს მწვერვალს მიაჯაჭვა. ღმერთთან მებრძოლს არწივი, რომელიც დარაჯად დაუყენეს, გულს უკორტნის; როცა ბორკილისაგან განთავისუფლებას ცდილობს, „ჯაჭვის ხრჭიალი ქუხილივით მოისმის, მოხუცის მძიმე სუნთქვა ურაგანივით ბობოქრობს, მისი კვნესისგან მიწის სიღრმეები გუგუნებს, მისი ცრემლები თოვლიანი მწვერვალებიდან ნიაღვრად მოედინება და მდინარის ღრიალით ეშვება“. ნართები ამაოდ ცდილობენ ტყვეობიდან დაიხსნან ნასრენ-ჟაჩე. თანამოძმის განთავისუფლება და ცეცხლის დაბრუნება მხოლოდ ბათრაზმა მოახერხა.


ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыга эпос. Т. II. . Мыекъуапэ, 1969;
  • Мижаев М. И. Насрен-жаче // Мифы народов мира. Т. II. М., 1982.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები