ნარამსინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნარამსინის ლაშქრობა მთაში
ქვიშაქვის სტელა (დაახ. ძვ.წ. 2300 წ.), პარიზი, ლუვრი

ნარამსინი(აქად.)სინის ნებიერი“, აქადის დინასტიის პირველი გაღმერთებული მეფე, რომლის სახელი მუდამ ღვთაების მანიშნებელი დეტერმინატივის თანხლებით იწერება ტექსტებში. ნარამსინი იყო სარგონ აქადელის შვილიშვილი, რომელმაც დაასრულა თავისი პაპის საქმე – გააერთიანა შუამდინარეთი და განავრცო იმპერიის საზღვრები ოთხივე კუთხის მიმართულებით, რაც აისახა კიდეც მის ლიტულატურაში („მეფე ოთხივე კუთხისა“).

ნარამსინის საქმენი მოთხრობილია რამდენიმე ეპიურ თხზულებაში, სადაც იგი წარმოდგენილია, ერთი მხრივ, როგორც ძლევამოსილი გმირი, მეორე მხრივ, მკრეხელი, შუმერის ძველი ტაძრების გამანადგურებელი და წამბილწველი. მოგვიანო ეპოქაში შექმნილი შუმერული ტექსტი ნარამსინს წარმოგვიდგენს დინასტიის უკანასკნელ მეფედ, რომელსაც უწია შუმერის ღმერთების შურისგებაში შუმერის ტაძართა ხელყოფისათვის.

ყველაზე მკაფიოდ მისი პიროვნება წარმოგვიდგება ცნობილ სტელაზე, სადაც იგი გამოსახულია ღვთაებრივი ნიშნით – რქიანი მუზარადით, მთიანეთის უმაღლესი მწვერვალის პირისპირ მდგარი, მტერთა ფეხით მთრგუნავი; მას თავზე დაჰნათის სამი ვარსკვლავი იმის ნიშნად, რომ ნარამსინი გასცდა ადამიანობის ზღვარს და ღმერთების საუფლოს ეზიარება.







წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები