ნამოსახლარი ნიშის გორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნამოსახლარი ნიშის გორა, წითელაბატონების ნიში, მელიების გორა - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხურის ხეობაში, სოფლების გორაკასა და ქვემო ჭალის საზღვარზე, მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანას. ნამოსახლარი ამოზიდული ტიპის, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული გორაა (სიმ. 20 მ, თხემის ფართ. 30X25 მ). აქ დადასტურდა ადრინდელი ბრინჯაოს (შავზედაპირიანი და ვარდისფერსარჩულიანი, შავპრიალა, წაბლისფერი და რელიეფური ორნამენტით შემკული ჭურჭლის ნატეხები), გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის (შავად და ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ქუსლიანი ბაკოგადმოკეცილი ჯამები და ქოთნები, მოწაბლისფროდ გამომწვარი ორყურა დერგები) და სხვა კულტურული ფენები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები