ნავსაწინააღმდეგო პოზიცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნავსაწინააღმდეგო პოზიცია - აკვატორიის მონაკვეთი სტაციონარულად დაყენებული ნა- ღმური და ბადიანი ღობურებით, რომლებიც სრუტეს (შევიწროებულ ადგილებს) კეტავენ. ღობურების წინ და უკან პატრულირებენ ნავსაწინააღმდეგო ხომალდები, წყალქვეშა ნავები და თვითმფრინავები (ვერტმფრენები). მათი მიზანია დასაცავ რაიონში (ზონაში) არ დაუშვან წყალქვეშა ნავების შეღწევა.