მცირე არქიტექტურული ფორმები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მცირე არქიტექტურული ფორმები – ნაგებობანი, მოწყობილობა და გარეგნული კეთილმოწყობის ელემენტები, რომლებიც ავსებენ ძირითად განაშენიანებას. ფუნქციური დანიშნულებით მცირე არქიტექტურული ფორმები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:
- დეკორატიული მორთულობის ელემენტები და მონუმენტური ქანდაკება. ამ ჯგუფში შედის დეკორატიული შადრევნები, აუზები, ობელისკები, სატრიუმფო თაღები, მონუმენტები, ძეგლები, ლარნაკები და ა. შ.
- ტალავერები, საჩრდილობელი ფარდულები, საბავშვო სათამაშო მოედნების მოწყობილობა და ა. შ., რომლებსაც დგამენ და აშენებენ პარკებში, ბაღებში, სკვერებში, ბულვარებზე.
- ავტომატ-ტელეფონის ჯიხურები, წყლის დასალევი პატარა შადრევნები, სარეკლამო დანადგარები და ა. შ.