მშვიდობის დამყარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მშვიდობის დამყარება – სახელმწიფოების კოლექტიური მოქმედებები, რომლებიც ტარდება კონფლიქტის დასრულების შემდეგ. იგი მიზნად ისახავს იმ სტრუქტურების გამოვლენას, მხარდაჭერას და მათთვის დახმარების აღმოჩენას, რომელთაც ხელეწიფებათ მშვიდობის შენარჩუნება და გამყარება, კონფლიქტის განახლების თავიდან აცილება, სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკის აღდგენა, მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი ნდობის გაღვივება.