მურჯახეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მურჯახეთი, კირხ-ბულახი – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ვაჩიანის თემში, ახალქალაქის პლატოს დასავლეთ ნაწილში, მდინარე მურჯახეთისწყლის (ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1720-1750 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან სამხრეთით 7 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 443. მათი უმეტესობა (81 %) სომეხია, ქართველი – 19 %(2002).

შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია, მიკვლეულია გვიანდელი შუა საუკუენების განძი – მურჯახეთის განძი და ქრისტეს შობამდე I ათასწლეულის ხანის მონოლითური 2 ძეგლი. ერთ-ერთი ძეგლს, რომელსაც უწოდებენ „ძუძუსქვას”, „ძიქუას”, „მარინეს”, აგებულია მუქი ნაცრისფერი ბაზალტით, 3 მ სიმაღლისაა, დიამეტრი – 70 სმ. ხეობაში 40 ლავური წყაროა. XIX ს-ში თურქეთიდან აქ ჩამოსახლებულმა სომხებმა სოფელს უწოდეს კირხ-ბულახი, რაც ქართულად ნიშნავს „ორმოც წყაროს”


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები