მურვანიძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მურვანიძე გიორგი ექვთიმეს ძე - (I.1883 სოფ. ჩოჩხათი - ?) - სოციალ-დემოკრატი.
განათლება ფოთში მიიღო, სამოქალაქო სასწავლებელში. 1902 წლიდან ერთიანდება რსდმპ-ში. პროფესიით პედაგოგი იყო. გარკვეულ ეტაპზე მუშაობა ბაქოში განაგრძო, თუმცა 1907 დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ მას სამუდამო გადასახლება მიესაჯა ციმბირში. საქართველოში დაბრუნების საშუალება მას მხოლოდ 1918 წელს მიეცა, რის შემდეგაც ის ოზურგეთის ქალაქისთავი გახდა. 1919 დამფუძნებელი კრების წევრი ხდება საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გ. მურვანიძე სამშობლოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი