მსხვილბლოკური კონსტრუქციები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მსხვილბლოკური კონსტრუქციები – საქარხნო წესით დამზადებული შენობის კონსტრუქციები (კედლები, საძირკვლები), დამონტაჟებული დიდი ზომის მოცულობითი ელემენტებისაგან (ბლოკებისგან). კედლის ბლოკებისთვის გამოიყენება მსუბუქი და უჯრედოვანი ბეტონი, აგური, ბუნებრივი ქვა; საძირკვლებში – რკინაბეტონი, მძიმე ბეტონი. მსხვილბლოკური კონსტრუქციები გამოიყენება საცხოვრებელი სახლების, სამოქალაქო და სამრეწველო შენობებისა და ნაგებობების ასაგებად. მსხვილი ბლოკების მასა არ აღემატება 3 ტ-ს. მსხვილბლოკურ კონსტრუქციებს მიეკუთვნება აგრეთვე სამზარეულოს, სანკვანძის, ლიფტის შახტისა და ა.შ. ბლოკები.