მოხევის ქალო თინაო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„მოხევის ქალო თინაო“ – სატრფიალო ლირიკული ლექსი, ფართოდ გავრცელებული საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. მისი ვარიანტები XVIII საუკუნეში ხელთ ჰქონდათ მამუკა ბარათაშვილსა და დავით გურამიშვილს, ლექსის მეტრი და მოტივი პოპულარული ყოფილა.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- დ. გურამიშვილი, დავითიანი, 1931, გვ. 176;
- მ. ბარათაშვილი, ჭაშნიკი, 1956, გვ. 133;
- მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956, გვ, 84.