მოძრავი საგრუნტო სარაკეტო კომპლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოძრავი საგრუნტო სარაკეტო კომპლექსი - სტრატეგიული დანიშნულების სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი, რომლის გამშვები დანადგარი დამონტაჟებულია მაღალი გამავლობის მუხლუხიან ან თვლიან შასიზე. კომპლექსის მალულობას უზრუნველყოფს სპეციალური საშუალებებისა და შენიღბვის ხერხების გამოყენება, გეგმური პოზიციების დაშორიშორება და გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოწყობილ რაიონებში.