მოქნილი რეაგირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოქნილი რეაგირება - 1967 წლის შემდგომ, "ცივი ომის" პერიოდში, ნატოს სტრატეგიის გადამწყვეტი ასპექტი, რომლის მიხედვით ჩრდილოატლანტიკური კავშირის წინააღმდეგ აგრესიის მოცულობის და მასშტაბების მიხედვით განიხილებოდა საომარი მოქმედების სხვადასხვა ვარიანტი, ბირთვული იარაღის გამოყენების ჩათვლით.