მორფონოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორფონოლოგია – (ბერძ. morfhe – სახეობა, ფორმა, phone – ბგერა და logos – სიტყვა, მოძღვრება), მორფოფონოლოგია,მორფოფონემიკა, ფონომორფოლოგია, ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენის ფონოლოგიურ (ფონემურ, პროსოდიულ) საშუალებათა მორფოლოგიურ გამოყენებას, მორფონოლოგია იკვლევს მნიშვნელობის მქონე ერთეულების (სხვადასხვა ტიპის მორფემების, სიტყვების) ფონემურ აგებულებას: ცვლილებებს, რომლებიც მოსალოდნელია მორფემათა ფონემურ აგებულებაში ამ მორფემათა სიტყვებად გაერთიანების დროს (მაგ. აფიქსის გავლენით ძირის ცვლილებებს, შდრ. მგელ – მგლ: მგელი – მგლური, ან, პირიქით, ძირის გავლენით გამოწვეულ ცვლილებებს აფიქსებში, შდრ. III პირის ობიექტ. ნიშნები ქართულში: ჰ-კლავს, ს-წიწკნის); სიტყვებში მორფემათა განაწილებას მათი ფონემური სტრუქტურის მიხედვით (მაგ., ქართულში ბოლოთანხმოვნიან სახელებთან მოთხრობითი ბრუნვის ნიშნად -მა ფორმანტი გვხედება, ბოლოხმოვნიანებთან კი – -მ. შდრ. კაც-მა, დედა-მ); მორფოლ. ცვლილებების გამომხატველ ფონოლოგიურ მონაცვლეობებს: აბლაუტს, უმლაუტს და სხვ.

მორფონოლოგიის ერთეულია მორფონემა. ენათმეცნიერებაში ცნობილია მორფონემის განსხვავებული დეფინიციები. ამჟამად ფართოდ გავრცელებული დეფინიციის მიხედვით, მორფონემა გაგებულია იმ ფონემათა კლასად, რომლებიც განსხვავებული ფონოლოგიური პირობების შესაბამისად ერთსა და იმავე მორფემის ფარგლებში ერთმანეთს ენაცვლებიან (ქართულ სიტყვებში ავათ < ავად – ავადაა გვაქეს დ/თ მორფონემა). მორფონოლოგია, როგორც ენათმეცნიერების დამოუკიდებელი დარგი, დაამკვიდრა ნ. ტრუბეცკოიმ XX ს. 20-30-იანი წლების მიჯნაზე.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები