მორტირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მორტირა (ჰოლანდიური – mortier) – საარტილერიო ქვემეხი მოკლე ლულით და ჭურვის დამრეცი ტრაექტორიით. მისი დანიშნულება უმთავრესად იყო ციხესიმაგრეების, ფორტიფიკაციული ნაგებობების საფრებში განლაგებული ჯარების მიმართ ე.წ. მორტირული სროლის (ამაღლების კუთხე 450-ზე მეტი) წარმოება. ცნობილია XV საუკუნიდან. ნაღმსატყორცნების გავრცელებასთან ერთად მორტირამ თავისი მნიშვნელობა დაკარგა.