მოჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოჟ-ი (ვაინ. Можь) – მზისა და მთვარის ბოროტი დაჲ ვაინახურ მითოლოგიაში. მან ცაში მყოფი ყველა ნათესავი შეჭამა და ახლა მუდმივად თავის ძმებს დასდევს. როცა მოჟი მათ ეწევა და გადაეფარება, მნათობთა დაბნელება ხდება. მოჟი მზესა და მთვარეს მხოლოდ მაშინ ანთავისუფლებს, როცა მას პირველშობილი უმწიკვლო ქალიშვილი შეეხვეწება. დაბნელების დროს მთვარეზე ჩანს შავი ძაფის მსგავსი რამ, – ეს მნათობის დარაჯის იარაღია; იგი მთვარეს მოჟის თავდასხმისგან იცავს.


ლიტერატურა

Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები