მომწამვლავი ნივთიერებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მომწამვლავი ნივთიერებები – მაღალტოქსიკური ქიმიური შენაერთები, რომლებიც ცოცხალი ძალის დაზიანებას იწვევენ. გამოიყენება ქიმიური საბრძოლო მასალების აღჭურვისთვის. მისი დამაზიანებელი მოქმედება განისაზღვრება მათი საბრძოლო მდგომარეობით და ხორციელდება სუნთქვის ორგანოების, კუჭ-ნაწლავის, კანის და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის მეშვეობით.
მომწამვლავი ნივთიერებების საბრძოლო თვისებებია: ტოქსიკურობა, საბრძოლო კონცენტრაცია, დასნებოვნების სიმჭიდროვე, ჰაერის დასნებოვნების გავრცელების სიღრმე და სხვა.
განასხვავებენ: ნერვულმაპარალიზებელ, კანის დამაჩირქებელ და გამაღიზიანებელ მომწამვლავ ნივთიერებებს.
მომწამვლავი ნივთიერებები შეიძლება იყოს:
- სიკვდილის გამომწვევი, პირადი შემადგენლობის დროებით მწყობრიდან გამომყვანი, სწრაფი და ნელა მოქმედი;
- მდგრადი (მოქმედებს რამდენიმე კვირა) და არამდგრადი (რამდენიმე წუთს).