მოისი ალექსანდრ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრ მოისი (სანდრო) − (1880-1935), გერმანიაში მოღვაწე მსახიობი (წარმოშობით ალბანელი). მ. რეინჰარდტის ხელმძღვანელობით იქცა მე-20 ს. ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად. მთელი სრულყოფილებით ფლობდა გარდასახვის ხელოვნებას, იყო ძალზედ ემოციური, ჰქონდა ნერვიულად მოკანკალე მუსიკალური ხმა, იშვიათი გამომსახველობის მიმიკა. ეს ხელს უწყობდა ნატიფად ეთამაშა ცხოვრებისგან დაბეჩავებული, გათელილი ადამიანების როლები. მისი თამაში მთლიანად ეყრდნობოდა გრძნობას, შთაგონებას, სტიქიურ ტემპერამენტს. ამასთანავე იგი მთელი ბრწყინვალებით თამაშობდა სახასიათო როლებსაც, სადაც იჩენდა დიდ გამომგონებლობას. სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა ვენის თეატრში „ბურგთეატრი“.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები