მლაშე (მინერალური წყარო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მლაშე – მინერალური წყარო ადიგენის მუნიციპალიტეტში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. მიეკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიან ჯგუფს, საერთო მინერალიზაცია – 2.2 გ/ლ.