მირდატ ვარაზ-ბაქარის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითრიდატე VI, მირდატ ვარაზ-ბაქარის ძე – ქართლის მეფე V საუკუნის 10-იან წლებში, ლეონტი მროველის თანახმად, დედით რევიანი. მამით ბაქარიანი. აწარმოებდა ბრძოლებს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მირდატი იყო „კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი“, „ლაღი და ამპარტავანი“. ებრძოდა ბიზანტიას კლარჯეთისათვის, ხოლო სპარსელებს ხარკიც კი შუწყვიტა. ირანის შაჰმა იეზდიგერდ I-მა (399-421) ქართლში დიდძალი ჯარი გამოგზავნა. ბრძოლა მოხდა გარდაბანთან. ქართველები დამარცხდნენ, მირდატი დაატყვევეს. იგი ტყვეობაში გარდაიცვალა.

მირდატ მეფე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღედ დაადგინა 8(21) აგვისტო.

„მოქცევაი ქართლისაი“-ს მიხედვით - „წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა“.

ბუზმიჰრი (გ. მელიქიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბუზრიჰმი ან ბიზანტიელთა მყოფი კლარჯეთის ხელისუფალი იყო, ან იდენტური პირია მეფე მირდატისა) - ქართლის მეფე იოანე რუფუსის „პეტრე იბერის ცხოვრების“ ცნობით. აქ იგი მოიხსნიება პეტრე იბერის მამად (ივ. ჯავახიშვილი ამ ცნობას იზიარებს).

მირდატის მეფობის დათარიღება

ვახუშტი ბატონიშვილი 408-410 წ.;
გ. მელიქიშვილი V საუკუნის 10-20 წ;
ვ. გიოლაძე 398-399 წ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები