მირბახი ვილჰელმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვილჰელმ მირბახი – (1871-1918). გრაფი, გერმანელი დიპლომატი, დიპლომატიური სამსახური დაიწყო 1911, 1915-17 – გერმანიის დესპანი საბერძნეთში.1917-18. გერმანული ჯარების მიერ რუმინეთის ოკუპაციის პერიოდში – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი ბუქარესტში. მონაწილეობდა ბრესტ-ლიტოვსკის (ბრესტის) საზავო ხელშეკრულების 1918 ხელმოწერაში; 1918 წლის აპრილ-ივლისში – რუსეთში გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი დესპანის რანგის. 6.VII.1918 მოკლეს მოსკოვში მემარცხენე ესერებმა, რაც მემარცხენე ესერული ამბოხების დაწყების საბაბი გახდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები