მიგრაციის თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიგრაციის თეორია – დასესხების, გადმოღების, მოარული სიუჟეტების თეორია, რომლის მიხედვით, სხვადასხვა ხალხების ფოლკლორის მსგავსება გამოწვეულია პოეტური ნაწარმოებების გადაადგილებით, მიგრაციით ერთი ქვეყნიდან მეორეში მიგრაციის თეორიის მიმდევრებმა, ე-19 ს. მე-2 ნახ. ინტენსიურად შეისწავლეს თხრობითი ჟანრები (ზღაპარი, ეპოსი, ბალადა), ასევე ანდაზები და საწესჩვეულებო ფოლკლორი.
მიგრაციის თეორიის მიმდევრების პოლემიკამ მითოლოგიურ სკოლასთან, გამოიწვია შესასწავლი სფეროების გამიჯვნა: მითოლოგები იკვლევენ ფოლკლორის წარმომავლობას (გენეზისს), ხოლო მიგრაციოლოგები ფოლკლორის შემდგომი განვითარების თავისებურებებს.