მთვარელიშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკო მთვარელიშვილი

მთვარელიშვილი ნიკოლოზ,(ნიკო) – (ფსევდონიმები: „ქართლოსის ძე“, „მოკეთე“, „სამღვდელოთ სიკეთის მოსურნე“, „სამღვდელოების კეთილისმყოფი“, „სამღვდელოების მოკეთე“). (1844-1923), მწიგნობარი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო სემინარიასა და პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში (1864 წლიდან). მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად, 1884 წლიდან — თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი და გამგეობის წევრი. 1887 წ. შეადგინა და გამოსცა საზოგადოების წიგნთსაცავის კატალოგი. წვლილი მიუძღვის ძველი ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების შეკრების საქმეში. ლიტერატურულ, ისტორიულ, მეთოდური ხასიათის სამეცნიერო ნარკვევებს აქვეყნებდა ქართულ პრესაში („ივერია“, „დროება“, „მოამბე“). აღსანიშნავია მისი წერილები სასულიერო მწერლობის შესახებ, გამოკვლევა „ანტონ პირველი, საქართველოს კათოლიკოსი“ (1879), ეკლესიებში დაცულ ხელნაწერთა მიმოხილვა. მან გამოსცა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1892, დართული აქვს წერილი სულხან-საბაზე), პირველმა შეკრიბა და გამოსცა იოსებ დავითაშვილის ნაწარმოებები (1890, ბიოგრაფიული ცნობებითურთ).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები