საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთავრობის შტანდარტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - 1918 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სახელმწიფო გერბის ოფიციალური აღწერილობის დამტკიცებასთან ერთად, დაამტკიცეს საქართველოს მთავრობის შტანდარტის აღწერილობა, რომელშიც ვკითხულობთ:

„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტი შესდგება კვადრატულ ფორმის თეთრი ალმისაგან, რომლის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს რესპუბლიკის ღერბი. შტანდარტს შემოვლებული აქვს შვინდისფერი არშია შავი კუწუბებით შიგნითა მხრიდან. არშიას გარს არტყია ოქრომკედით ამოქარგული ქართული სირმა. ანძა არის სამფეროვანი: ვიწრო ზოლები - შავი და თეთრი, მომსხო ზოლები - შვინდისფერისა“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტის ესკიზის ავტორია ფრანგული წარმომავლობის მხატვარი იოსებ ადოლფის ძე შარლემანი (1880-1957), რომელიც საქართველოს სახელმწიფო გერბის ესკიზის ავტორიც არის.


ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, მიღებული 1921 წლის 21 თებერვალს, წგნ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), შემდგენელი ვ. გურგენიძე, სპეცრედაქტორი ვ. შარაშენიძე, თბ., 1990.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები