მზირნი (რაზმი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მზირნი – სახმელეთო ჯარების საჯარისო დაზვერვის ან სალაშქრო დაცვის რაზმი. გზავნიან ქვედანაყოფები და ნაწილები, რომლებიც მარშს ასრულებენ ან საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ – მოწინააღმდეგის, ადგილმდებარეობის, რადიაციული და ქიმიური ვითარების შესახებ მონაცემების მოპოვების, ან მოწინააღმდეგის გამოჩენის (თავდასხმის) შემთხვევაში დასაცავი ჯარების გაფრთხილების მიზნით. მზირთა შემადგენლობა, ჩვეულებრივ, ოცეულამდეა.