მეღრუკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეღრუკი – მწვერვალი აჭარა-იმერეთის ქედზე, ახალციხისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების საზღვერზე. მდინარეების ბჟოლისხევისა (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) და წინუბნისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2475 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. გუმბათის ფორმისაა. შემოსილია სუბალპური მდელოებით.