მესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესია - (ეტიმ. ებრ. mashîah „ცხებული“, რაც ბერძნულად ითარგმნება, როგორც christós), ძველ აღთქმაში ტერმინი აღნიშნავს პირებს, რომლებმაც ცხება მიიღეს: მეფეებს, მღვდელმსახურებს, წინასწარმეტყველებს. შემდგომში ამ სიტყვით გამორჩეულად მოიხსენიება დავითის შთამომავალი, რომელმაც ისრაელის სამეფო უნდა აღადგინოს.

გამონაკლისის სახით მესიას უწოდებენ, აგრეთვე, სპარსეთის მეფე კიროსს, რადგანაც ის იაჰვეს ხელში ებრაელი ხალხის გათავისუფლების საშუალებად იქცა (ეს. 45:1).

ახალ აღთქმაში მესია ეწოდება იესოს, ვინც სწორედ ქრისტეს სახელითაა ცნობილი.



წყარო

ქრისტიანობის ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები