მერქნის გამოხარშვა მტკნარ წყალში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერქნის გამოხარშვა მტკნარ წყალში – რბილი ჯიშის მერქნის (ცაცხვი, ნაძვი, თხმელა და სხვ.) გამოყვანის პროცესი ადუღებულ მტკნარ წყალში, როდესაც მერქანი რბილდება „ტყის ტენის” და კაპილარული წყლის მოშორებით. ამ მეთოდით დამუშავებული მერქანი სწრაფად შრება და ბზარები ვერ ასწრებენ განვითარებას. მტკნარ წყალში გამოხარშული მერქანი წარმატებით გამოიყენება ხელის ინსტრუმენტების (ცული, ნაჯახი, ცელი, ეჩო, ხვეწი, სატეხი, ბურღი და მისთ.) სახელურების, აგრეთვე ხის ჭურჭლის დასამზადებლად. გამოირჩევა მაღალი წყალ- და ბიომედეგობით.