მერენია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერენია, მერონია – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის თემში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მეღრუკისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1685-1740 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 18 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 1091, მათი უმეტესობა (99 %) სომეხია (2002). 1899 წელს სოფელი თითქმის მთლიანად დაინგრა მიწისძვრისაგან. XX საუკუნის შუა წლებში აქ გააშენეს ხელოვნური ფიჭვნარები. ამ ადგილს მერენიის ტყე უწოდეს. „მერე” ძველ ქართულში ნიშნავდა ვაკე, სწორ ადგილს.