მენელსაცხებლე დედების შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენელსაცხებლე დედების შესახებ - იპიზოდი ლუკას, მარკოზის მათესა და იოანეს სახარებიდან.

სარჩევი

მათეს სახარება

„ხოლო შაბათს, გვიან, როდესაც თენდებოდა ერთშაბათი, მივიდა მარიამ მაგდალელი, და სხვა მარიამი საფლავის სანახავად. და აჰა, იყო დიდი მიწისძვრა, რადგან უფლის ანგელოზი გადმოვიდა ზეციდან, მივიდა და გადააგორა ლოდი საფლავის კარიდან და დაჯდა მასზე. და იყო მისი სახე როგორც ელვა, და მისი სამოსი თეთრი როგორც თოვლი. და მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და გახდნენ როგორც მკვდრები. მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: ნუ გეშინიათ თქვენ, რადგან ვიცი, რომ იესოს, ჯვარცმულს ეძებთ. არ არის აქ, რადგან აღდგა, როგორც თქვა. მოდით და იხილეთ ადგილი, სადაც ესვენა უფალი; და სწრაფად წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ აღდგა მკვდრეთით, და აჰა, წინ გიძღვით თქვენ გალილეაში; იქ იხილავთ მას; აჰა, გითხარით თქვენ. და გამოვიდნენ სწრაფად საფლავიდან შიშით და დიდი სიხარულით და მირბოდნენ, რომ ეუწყებინათ მისი მოწაფეებისთვის. და როდესაც მიდიოდნენ, რომ ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის, აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ და მოეხვივნენ ფეხებზე და თაყვანი სცეს მას. მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეაში, და იქ მიხილავენ მე“ (მათე, 28:1-10).

მარკოზის სახარება

„და როდესაც გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა და მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. და ადრე განთიადისას, ერთშაბათს, მივიდნენ საფლავზე მზის ამოსვლისას და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: ვინ გადაგვიგორებს ჩვენ ლოდს საფლავის კარიდან? და შეხედეს და დაინახეს, რომ გადაგორებული იყო ლოდი, რომელიც იყო ძალიან დიდი. და შევიდნენ რა საფლავში, იხილეს ჭაბუკი, მჯდომარე მარჯვნივ, შემოსილი თეთრი სამოსლით, და გაოცდნენ. ხოლო მან უთხრა მათ: ნუ გაოცდებით; იესოს ეძებთ, ნაზარეველს, ჯვარ ცმულს? აღდგა, არ არ ის აქ; აჰა, ადგილი, სადაც დადეს იგი; არამედ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს, რომ წინ გიძღვით თქვენ გალილეაში; იქ იხილავთ მას, როგორც გითხრათ თქვენ. და გამოვიდნენ და გაიქცნენ საფლავიდან, რადგან კანკალებდნენ და გაოგნებულნი იყვნენ და არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ. და როცა აღდგა განთიადისას, პირველ შაბათს, გამოეცხადა პირველად მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც განდევნა შვიდი ეშმაკი. და წავიდა იგი და აუწყა მათ, ვინც მასთან იყო, რომლებიც გლოვობდნენ და ტიროდნენ; და მათაც გაიგეს რა, რომ ცოცხალია და ეჩვენა მას, არ ირწმუნეს“ (მარკოზ, 16:1-11).


ლუკას სახარება

„და ერთშაბათს, ცისკარზე ადრიანად მივიდნენ საფლავზე და მიიტანეს გამზადებული სურნელება; და ვიღაც სხვებიც იყვნენ მათთან ერთად. და იპოვ ეს ლოდი გადაგორებული საფლავიდან და შევიდნენ და ვერ იპოვეს გვამი უფლისა იესოსი. და იყვნენ რა ისინი საგონებელში ამის გამო, აჰა, ორი კაცი ზედ დაადგა მათ ელვარე სამოსით; ხოლო ისინი შეშინებულნი იყვნენ და სახეები მიწისკენ დაეხარათ; და უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებთან? არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, როგორ გეუბნებოდათ თქვენ, ვიდრე იყო გალილეაში, და გითხრათ: მართებს ძეს კაცისას გადაცემა ცოდვილ კაცთა ხელში და ჯვარცმა და მესამე დღეს აღდგომა; და გაახსენდათ მისი სიტყვები და დაბრუნდნენ საფლავიდან და აუწყეს ეს ყოველივე იმ თერთმეტს და ყველა დანარჩენს. და იყვნენ მაგდალელი მარიამი და იოანა და მარიამ იაკობისა და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებიც ეუბნებოდნენ მოციქულებს ამას. და გამოჩნდა მათი სიტყვები მათ წინაშე, როგორც სისულელე, და არ ირწმუნეს მათი; ხოლო პეტრე ადგა და გაიქცა საფლავზე და შეიხედა და დაინახა მხოლოდ ტილოები და წავიდა თავისთან, გაკვირვებული მომხდარით“ (ლუკა, 24:1-13).

იოანეს სახარება

„და ერთშაბათს მივიდა მარიამ მაგდალელი საფლავზე განთიადისას, ჯერ კიდევ სიბნელე იყო, და დაინახა ლოდი, აღებული საფლავიდან; გაიქცა და მივიდა სიმონ პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: აიღეს უფალი საფლავიდან და არ ვიცი, სად დადეს იგი. გამოვიდა პეტრე, და სხვა მოწაფე და წავიდნენ საფლავზე; და მირბოდა ორივე ერთად; ხოლო სხვა მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა წინ და პირველი მივიდა საფლავზე; და დაიხარა და დაინახა, რომ ტილოები ეწყო, მაგრამ არ შევიდა. მივიდა სიმონ-პეტრეც, რომელიც მისდევდა მას, და შევიდა საფლავში და დაინახა, რომ ტილოები ეწყო, და სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა მას, იდო არა ტილოებთან, არამედ ცალკე, შეკეცილი ერთ ადგილას. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, რომელიც პირველი მივიდა საფლავზე, და იხილა და ირწმუნა, რადგან ჯერ არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. და წავიდნენ კვლავ თავისთან მოწაფეები. ხოლო მარიამი იდგა საფლავთან გარეთ და ტიროდა. და როცა ტიროდა, შეიხედა საფლავში და დაინახა ორი ანგელოზი, თეთრით შემოსილი, რომლებიც ისხდნენ ერთი თავთან და ერთი ფეხებთან, სადაც ესვენა გვამი იესოსი, და უთხრეს მათ მას: დედაკაცო, რას ტირი? უთხრა მათ: აიღეს ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დადეს იგი. როცა ეს თქვა, მიბრუნდა უკან და დაინახა იესო, რომელიც იდგა, და ვერ იცნო, რომ იესოა. უთხრა მას იესომ: დედაკაცო, რას ტირი? ვის ეძებ? – მას ეგონა, რომ მებაღეა, და უთხრა მას: ბატონო, თუ შენ აიღე იგი, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ მას. უთხრა მას იესომ: მარიამ! მიბრუნდა იგი და უთხრა მას ებრაულად: რაბ-ბუნი! – რაც ნიშნავს: მოძღვარო – და გაიქცა, რომ შეხებოდა მას. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები მე, რადგან ჯერ არ ავსულვარ ჩემს მამასთან; წადი ჩემს ძმებთან და უთხარი მათ: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. მოვიდა მარიამ მაგდალელი და აუწყა მის მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ეს უთხრა მას“ (იოანე, 20:1-18).


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები