მედალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მედალი (ფრანგული – medaille, ლათინური metallum – მეტალი) - განსაკუთრებული ნიშანი, რომელსაც უშვებენ რაიმე ისტორიული ან პოლიტიკური მოვლენის აღსანიშნავად, ან რომელიმე გამოჩენილი მოღვაწის პატივსაცემად, ან ჯილდო მხედრული და სხვა დამსახურების და წარჩინებისთვის. მზადდება ლითონის (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და სხვა) ან სხვა მასალისაგან (მარმარილო, ფაიფური, მინა, პლასტმასა) მონეტის, რომბის, ვარსკვლავის ფორმით და სხვა. ორივე მხარეს მოთავსებულია რელიეფური წარწერები და გამოსახულება. არის განსაკუთრებული წარჩინების, დასაჯილდოებელი და სამახსოვრო (მათ შორის საიუბილეო) მედალები. ატარებენ მკერდზე მიმაგრებულს, უფრო იშვიათად – ლენტით კისერზე. არსებობს აგრეთვე სამაგიდო და საკედლე (მემორიალური) მედალები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები