მეგერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეგერა – (ბერძნ.) ერინიათაგან ერთ-ერთი, რომელიც მრისხანებასა და შურისძიებას განასახიერებდა. მას წარმოსახავდნენ შემზარავ ბერიქალად, რომელსაც თავზე თმის ნაცვლად გველები ესხა, პირში ენა ჰქონდა გამოჩრილი, ხოლო ხელთ ჩირაღდანი და შოლტი ეპყრა.