მაჭარწყალი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჭარწყალი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გვერდისუბნის თემში, მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1420-1500 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 29 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 6, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002).

სოფელზე გადიოდა საზღვარი მებატონე ციციშვილებისა და დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის სამფლობელოებს შორის. როგორც ფიქრობენ, მაჭარწყალი უნდა იყოს ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე აღნიშნული „წყაროსუბანი”. სახელი შესაძლებელია აქ არსებული მჟავე წყლის გამო შეერქვა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები