მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია

მაცხვარიშის ეკლესია – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მაცხვარიშის მაცხოვრის (ამაღლების) ეკლესია, X-XI საუკუნეების ქვით ნაგები ეკლესია სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალის თემში, სოფელ მაცხვარისში.

ბიზანტიური ვერცხლის ჯვარი

დარბაზულ ეკლესიას მინაშენები აქვს. შესასვლელი დასავლეთ მხარესაა განთავსებული. მართკუთხა კარის თავზე საპირიანი თაღოვანი სარკმელია. ტაძარი მოხატულია მეფე დემეტრე I-ის დროს მიქაელ მაღლაკელიძის მიერ 1140 წელს. ისტორიული თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულ დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიას. მსგავსი სცენა არ გვხვდება არცერთი ტაძრის მხატვრობაში. ეკლესიაში შემორჩენილია ორნამენტებით შემკობილი ძველი ხის კარი. ეკლესიის გვერდით აღმართული სამრეკლო XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ტაძარში დაცულია მრავალი სიწმინდე, მათ შორის ვერცხლის ჯვარი მეთორმეტე საუკუნის ტიხრული მინანქრებით და სევადით შესრულებული მედალიონებით შემკული. რომელიც ითვლება ბიზანტიური ოქრომჭედლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშად. ეკლესიას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები