მაღალი მოცვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაღალი მოცვი

მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი – (Vaccinium arctostaphylos L.);
ოჯახი: მანანისებრნი (Ericaceae).
მეგრულად – ბაჭა, მაყურზენე, მელიშიაში, ჯა, ჯაშმელიშია, ცინყა.

0.5-2 მ სიმაღლის ბუჩქია ან პატარა ზომის ხე. ფოთლები მჯდომარეა, 4-10 სმ სიგრძის მოგრძო-ელიფსური ან კვერცხისებური ფორმის. კიდეზე ხერხკბილა. ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვემო – ლეგა, მეტ-ნაკლებად შებუსული. ყვავილედი მტევანია. გვირგვინი ზარისებურია, მოთეთრო-მოწითალო ფერის, ნაყოფი შავია. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე გავრცელებულია ტყეებში და ტყის პირას, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე სპორადულად. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

მცენარის სასარგებლო თვისებები განპირობებულია მდიდარი ქიმიური შემადგენლობით. მასში აღმოჩენილია: В ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვიტამინი А (ითვლება შეუცვლელად ცხიმოვან ნივთიერებათა ცვლისას), ვიტამინი С (მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნიტეტისათვის), ვიტამინი РР – ნიკოტინის მჟავა (აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, ასუფთავებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და უშუალოდ მონაწილეობს ერითროციტებისა და ჰემოგლობინის სინთეზში); ეთერზეთები (ხასიათდება ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედებით), მთრიმლავი ნივთიერებები (რამდენიმეჯერ აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას, აქვს მიკრობების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები); ორგანული მჟავები (ამცირებს უჯრედების დაბერების პროცესს), ხოლო მასში შემავალი ელემენტები – გოგირდი, ფოსფორი, კალციუმი, სპილენძი, რკინა, თუთია, კალიუმი, ქრომი (ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის განხორციელებას და ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას).

სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ნაყოფები, ასევეე ფოთლები და ტოტები, ხასითდებიან ანტისეპტიკური მოქმედებით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკები. მაღალი მოცვის სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია: კიბოს პროფილაქტიკა, გაციების თავიდან აცილება და იმუნიტეტის გაძლიერება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წიდასგან განთავისუფლება, სისხლში შაქრის რაოდენობის ნორმალიზება.

გარდა აღნიშნულისა მოცვი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიში, როგორც კანის დამატენიანებელი საშუალება. ნაყოფები ითვლება დიეტურ პროდუქტად, ვინაიდან შეიცავ კალორიების მინიმალურ რაოდენობას. ნაყოფების ნაყენები და ნახარშები იწვევს თავის ტკივილის, შაკიკის, ხველების დათრგუნვას. აქტიურად გამოიყენება კანის შესახორცებლად დამწვრობის, ჭრილობების, ეგზემის დროს.

მოცვის ნაყოფების გამოყენება ეკრძალებათ პირებს, რომლებსაც აქვთ შეუთავსებლობა მცენარეში შემავალი კომპონენტების მიმართ. ასევე, არ ურჩევენ მის გამოყენებას თირკმელკენჭოვანი დაავადებებისას, ყაბზობისადმი მიდრეკილ პირებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები