მატერიალური მომსახურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მატერიალური მომსახურება - (material service), შრომის სპეციფიკური ეკონომიკური ფორმა, რომლის სასარგებლო ეფექტიც მატერიალიზებულ მომსახურებაში ვლინდება. საერთაშორისო დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით, მატერიალური მომსახურება ორ ჯგუფად იყოფა პირველი ჯგუფი უკავშირდება პროდუქტების მოძრაობას უშუალოდ მატერიალური დოვლათის წარმოების პროცესში, ხოლო მეორე - საკუთრივ წარმოების გარეთ მატერიალური დოვლათის მოძრაობას. პირველ ჯგუფში შედის: სატვირთო ტრანსპორტი, წარმოებრივი დანიშნულების კავშირგაბმულობა, საბითუმო ვაჭრობა, სასაწყობო მეურნეობა, ელექტრო-, გაზ- და წყალმომარაგება, წარმოებრივი დანიშნულების რემონტი, საქმიანი და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება, საფინანსო-საკრედიტო მომსახურება. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება: საცალო ვაჭრობა, საზოგადოებრივი კვება, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება, საბინაო-კომუნალური მომსახურება, კავშირგაბმულობა მოსახლეობის მომსახურების ნაწილში, სამგზავრო ტრანსპორტი. ასეთი დაყოფა რამდენადმე პირობითია, ვინაიდან არსებობს მომსახურების სახეები, რომლებიც შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც ერთ, ისე მეორე ჯგუფს. მაგ., საქმიანი და საინფორმაციოსაკონსულტაციო მომსახურება არ შეიძლება მთლიანად ეკუთვნოდეს მატერიალური მომსახურების პირველ ჯგუფს, ვინაიდან მასში შედის მომსახურების ისეთი სახეებიც, რომლებიც ლოგიკურად მატერიალური მომსახურების მეორე ჯგუფში უნდა შედიოდეს, კერძოდ, სამომხმარებლო საქონლის არენდასთან დაკავშირებული სალიზინგო მომსახურება და ა.შ.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები