მასხარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მასხარა

მასხარაბაზრობების, სამოედნო და ბალაგანური წარმოდგენების კომიკური პერსონაჟი ხუმარას თავისი ფუნქციები ჰქონდა საეკლესიო თეატრშიც. იგი იყო სასკოლო-საეკლესიო, ლიტურგიკული დრამის, მირაკლის გარე პერსონაჟი (ჩართული იყო კომიკურ ინტერმედიებში). ხუმარას სახე-ნიღაბი ფართოდ გავრცელდა მე-16-18 სს. დრამატურგიაში (ინგლისი, საფრანგეთი და სხვ.). მაყურებლის გართობასთან ერთად, ხუმარა ახერხებდა კომიკური მინიშნებებით გამოეხატა თავისი პოზიცია საჭირბოროტო საკითხების მიმართ.

ხუმარას როლის შემსრულებელს ეცვა ზანზალაკებით გაწყობილი ჭრელი კოსტიუმი. მისი ემბლემა იყო თოჯინა ჟღარუნებით, რომელსაც მუდმივად ხელით დაატარებდა.

ხუმარა შექსპირის არაერთი ნაწარმოების მოქმედი პირია. თავის პიესებში მას მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ პ. კალდერონი და აღორძინების ეპოქის სხვა დრამატურგები.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები