მასტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მასტიკა − (ბერძ. mastke ფისი)
- მასტიკა − მაგარი ან სქელი კონსისტენციის თხევადი ნარევი, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში;
- მასტიკა − სანთლისა და საღებავის ნარევი იატაკის გასაპრიალებლად;
- მასტიკა − სხვადასხვა შემადგენლობის ცომისებრი მასა, რომელსაც იყენებენ დასაწებებლად და პატარა ნაკეთობათა დასამზადებლად;
- მასტიკა − ზოგი მცენარის სურნელოვანი ფისი.