მარცხენა რკვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარცხენა რკვია — სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, (ბოსლევის თემი), მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან 320 მეტრი, ზესტაფონიდან 22 კილომეტრი.

სახელწოდება

ხალხური გადმოცემა ამ სახელწოდების წარმოშობას ზმნურ „გაგნებას“, „გარკვევას“ უკავშირებს: „თათარი შამოსულა, როის, არ ვიცი. თამარ მეფე იქნებოდა მაშინ დაბადილი, ხოლოთ ამ თათრის ჯარს უნა, რო თელათ დეიმყროს და დეიმინოს იმერეთი. აქანა უმალ ისეთი დეზი ტყე ყოფილა, რომე, ქვის ჩიტს ვეტყვით, იგი ვერ გაძრობოდა შით, შევიდა, ძეობს გზას ეს ულუსი ჯარი, მარა ვერ გაარკვია თურმე მათმა ბელადმა ეს ამოდენა ჩალიხული გზაი. დაბრუნდა უკანი. ვერ გავარკვიე მეო. იმ ადგილეფს დარჩა და დარჩა სახელათ რკვია“ (ჯანია გოცირიძე, ქ. ზესტაფონი). ეს ხალხური გადმოცემა კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს იმ ფაქტს, თუ როგორი ძლიერი სურვილი აქვს ხალხს, შეიცნოს, განმარტოს ყველა ის უჩვეულო, უცნაური სახელწოდება, რომელიც კი მის ნაცნობ მიკროსამყაროში არსებობს. ასეა „ახსნილი“ ტოპონიმი რკეიაც, რომელმაც ხალხურ ეტიმოლოგისტს პირველ რიგში გზის გარკვევა გაახსენა. სინამდვილეში ზმნური „გარკვევა“ აქ არაფერ შუაა. სახელწოდება რკვია უნდა მომდინარეობდეს იმერული ყურძნის ერთ-ერთი ჯიშის აღმნიშვნელი სიტყვისაგან რკო (რკო ვენახი). რკო იმერეთში ეწოდება შავი ყურძნის ჯიშს; რაჭაში რკო თეთრი ჯიშისაც ყოფილა: ვაზის ჯიშია, გვხვდება როგორც შავი, ისე თეთრი რკო: „რკომ დამწიფება იცის გვიან, ღვინო მჟავეა ცოტა“, „ჩვენ გვაქ. საფერე იმერული და კახური; ქვიშხური… კუნძა, რქაწითელი, კრახუნა, რკო („შავი მარცვალი აქ, ნაკლები შაქრიანობისაა, ვიდრე ძველშავი…) მაშასადამე, რკვია | | რკო-ია რკო-იან-ი-საგან გვქონია მიღებული და ნიშნავს: „ნაკვეთი, ადგილი, სადაც რკოს ჯიშის ვენახი ყოფილა გაშენებული“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები