მარცვალთგასაყარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარცვალთგასაყარი – საზღვარი ორ მარცვალს შორის. საზღვრის საკითხი ფონეტიკაში დღემდე პრობლემატურია. არც ერთი ცნობილი თეორია მარცვლის შესახებ არ იძლეეა მარცვალთა სუსტი საზღვრების დადგენის საშუალებას. მხოლოდ სონორობის თეორიაშია მითითებული, რომ მარცვლის ბოლო მოდის მინიმალურად სონორ ბგერაზე, რომელიც შეიძლება მიეკედლოს როგორც წინა, ისე მომდევნო მარცვალს. კონკრეტულ მაგალითებზე ამ წესით მარცვალთგასაყარის დადგენა ძნელდება, მაგ., ზა-ფხუ-ლი თუ ზაფ-ხუ-ლი?

მარცვალთა საზღვარი ენებში სხვადასხვაგვარად დგინდება. განმსასღვრელი შეიძლება იყოს ბგერათა შემართვა-დამართვის მომენტი. ქართულში თანხმოენებს სხვადასხვა შემართვა-დამართვა ახასიათებთ: ფშვინვიერებს – ნელი, აბრუპტივებს კი – ძლიერი. ამიტომ მხოლოდ აბრუპტივები მიისწრაფვიან, მიეკედლონ მომდევნოს. დანარჩენი თანხმოვნები შეიძლება მიეკედლონ როგოთც წინა, ისე მომდევნო მარცვალს. ქართულში მარცვალთა საზღერის დადგენას ხელს უწყობს აქცესიურ-დეცესიური კომპლექსების გათვალისწინებაც. თუ სიტყვის შიგნით გვაქვს აქცესიური კომპლექსი, პირველი თანხმოვანი მიეკედლება წინამავალ მარცვალს, ხოლო მეორე – მომდევნოს: იღ-ბა-ლი, ხოლო დეცესიური კომპლექსი დაუშლელად მიეკედლება მომდევნო მარცვალს: სი-ტყვა, უ-თხრა (გ. ახვლედიანი), თუმცა კატეგორიულად იმის მტკიცება, რომ დეცესიური კომპლექსი ყოველთვის დაუშლელია, მაინც არ შეიძლება. არის შემთხვევები (იგულისხმება დეცესიურ კომპლექსთა A ჯგუფი), როდესაც (სიტყვაში კომპლექსის პოზიციის ან სხვა რომელიმე მიზეზის გამო) მ. კომპლექსის კომპონენტებს შორის გადის; აბ-გა, აპ-კი, ად-გა.. ასეთი შემთხვევები მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ გავითეალისწინებთ, რომ მარცვალი წარმოთქმა-აღქმის ყველაზე ბუნებრივი ელემენტია. ამ კონტექსტში საინტერესოა აგრეთვე მოსაზრება, რომ ანტიცი პაციური კოარტიკულაციის პირობებში ორი ნებისმიერი ხშულის თანმიმდევრობა ხასიათდება ერთჟამიერი განხშეით (პ. ლადეფოგედი). სხვა თვალსაზრისით, ფონემები მარცვალში დალაგებულია კლებადი სონორობის მიხედვით მარცვლის ცენტრიდან (ხმოვნიდან) მარცხნივ და მარჯვნივ:MARCV.jpg (გ. ნებიერიძე).

ქართ. მარცვალთგასაყარის შესახებ ორი საპირისპირო აზრია გამოთქმული: 1. ქართულში მარცვალს მიდრეკილება აქვს ღიაობისაკენ (გ. ახვლედიანი, ა. ფოცხიშვილი); 2. მარცვალს მიდრეკილება აქვს დახურულობისაკენ (თ. უთურგაიძე).

საერთო ქართველურ დონეზე მარცვალთგასაყარი თანხმოვნის შემდეგ არის ნავარაუდევი (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი).

ი. თეედორაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები