მარტვირი საბაწმიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარტვირი საბაწმიდელი (ქართველი) – (VI ს-ის მეორე ნახევარი — VII ს-ის პირველი ნახევარი) მწერალი, საეკლესიო მოღვაწე (პალესტინის საბას ლავრის მამასახლისი). მისი სახელით ცნობილია მისტიკურ-ასკეტიკური თხზულება „სინანულისათვის და სიმდაბლისა“. კ. კეკელიძე ამ ნაშრომს ორიგინალურ თხზულებად მიიჩნევს, ჟ. გარიტისა და ა. ჰალექსის თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს VII ს. პირველი ნახევრის სირიელი მწერლის მარტვირი საჰდონას „სრულქმნილების“ მეორე ნაწილის VII—XII თავების ექსცერპტს. მარტვირი საბაწმიდელი ასკეტიზმის იმ მიმართულების მიმდევარია, რომელსაც პრაქტიკულ-რეალური შეიძლება ვუწოდოთ. მისი მოღვაწეობა დადასტურებაა სირიულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობებისა VII საუკუნეში.


ტექსტი

  • „მამათა სწავლანი“, 1956, გვ. 166-182.


ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები