მარკეტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარკეტრი – (ფრანგ. marqueterie), დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახეობა, როდესაც საგანს რთავენ მასზე მიწებებული სხვადასხვა ჯიშის ხის, ზოგჯერ სპილოს ძვლის, ლითონის, სადაფის და სხვა ფიგურული ფირფიტებით; ასეთი ფირფიტებისაგან დამზადებული სამკაული, ნახატი. მარკეტრის ხელოვნებამ უდიდეს აყვავებას მიაღწია იტალიაში აღორძინების ეპოქაში, შემდეგ კი გავრცელდა დასავლეთ ევროპაში.