მარიამ მაგდალინელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაიამ მაგდალინელი, ლატური

მარიამ მაგდალინელი - მენელსაცხებლე დედათა შორის გამორჩეული იყო მარიამ მაგდალინელი. იგი დაიბადა გენესარეთის ტბისპირა ქალაქ მაგდალაში და ახალგაზრდობაში შვიდ ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი. რაც უფალმა ისინი მისგან განდევნა, მარიამი მაცხოვარს აღარ განშორებია. აღდგომის ღამესაც პირველი მიიჭრა უფლის საფლავთან და მისი ცხედარი რომ ვერ ნახა, მწარედ აქვითინდა. სწორედ ამგვარი დიდი სიყვარულის გამო დაიმსახურა ის, რომ უფალი პირველად მას გამოეცხადა და თავისი აღდგომის პირველ მახარობლად აქცია.

საღვთო გადმოცემით, მარიამი იერუსალიმიდან რომში გადავიდა საქადაგებლად. მან დაგვიტოვა ლამაზი ჩვეულება აღდგომის დღეებში წითელი კვერცხის ჩუქებისა („აღდგომის კვერცხი“), რომიდან კი, უკვე ხანშიშესული, ეფესოში ჩავიდა და იქვე აღესრულა.




წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები