მანდატი მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციის ჩატარებაზე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანდატი მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციის ჩატარებაზე – ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტი, დამტკიცებული გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, კოლექტიური უსაფრთხოების სხვა ორგანოს ან ცალკეული სახელმწიფოს მიერ. წარმოადგენს იურიდიულ საფუძველს კონფლიქტის ზონაში მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით კოლექტიური ძალების განსათავსებლად, აგრეთვე – საწყის დოკუმენტს მშვიდობის მხარდასაჭერად ოპერაციის გეგმის დასამუშავებლად.