მალახტო ლობიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალახტო ლობიონიგვზიან მწვანილსა და „კუხში” − მწვანე ყურძნის წვენში შეზავებული ლობიო იყო. იგი სხვადასხავგვარად მზადდებოდა.

პირველი ვარიანტის მიხედვით მოხარშულ მწვანე ლობიოს ხის გობზე გადმოყრიდნენ, შემდეგ კუხის − მკვახე ყურძნის წვენში გახსნილ ნიორნარევ მარილში დანაყილ ქინძსა და პილპილს დაასხამდნენ და ლაფერათი მორეგვავდნენ – ამოლესავდნენ.

მეორე ვარიანტით, მწვანე ლობიოს დატეხილ პარკებს კარგად მოხარშავდნენ, წვენს გადაუწურავდნენ, გობზე გადმოყრიდნენ, თავზე დაახურავდნენ და გარეთ გასაცივებლად გადგამდნენ, შემდეგ მარილნარევ პილპილში დანაყილ ნიგოზს, ქინძსა და ყურძნის კუხს ერბოში მოხრაკულ პრასა-მაკიდოს შეურევ- დნენ, ცოტა წყალს დაასხამდნენ და აადუღებდნენ. მიღებულ მასას გობზე დაყრილ ლობიოს ჩაუმატებდნენ და მოზილავდნენ.


ლიტერატურა

აბაშიძე, კომახიძე, 1998:127.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები